რეზონანსი
22.06.2024

რუსეთის ომი უკრაინასთან დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული. ამის შესახებ „ბიბისისთან" ინტერვიუში ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, პარტია „რეფორმის" ლიდერმა ნაიჯელ ფარაჯიმ განაცხადა. მისი თქმით, ომის დაწყების მიზეზი ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა გახდა, რაც პუტინმა საბაბად გამოიყენა და უკრაინაში შეიჭრა.

„ჩვენ მოვახდინეთ ამ ომის პროვოცირება. რა თქმა უნდა პუტინი დამნაშავეა, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, საბაბად გამოიყენა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ უკრაინაში ომი მოსალოდნელი იყო, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, ამაზე ვსაუბრობდი 2014 წელსაც ევროპარლამენტში. ჩემთვის ცხადი იყო, რომ ნატოსა და ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით საბაბს მისცემდა პუტინს რუსი ხალხისთვის ეთქვა - აი, ისევ გვიტევენ, და ომი დაეწყო", - აღნიშნა ნაიჯელ ფარაჯიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×