რეზონანსი
07.06.2024

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს 30 მოქალაქის დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის" პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი. პოლიტიკოსი სახელმწიფო დეპარტამენტს ეკითხება, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიიღებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონის ანალოგს, გავრცელდებოდა თუ არა ამ შემთხვევაში შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებზე.

„ერთი კითხვა მაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან: ზუსტად იგივე კანონი რომ მიგვეღო, სიტყვა-სიტყვით, რაც შტატებში მოქმედებს, ამ გაურკვეველ და დაუკონკრეტებელ სანქციებს მაინც დაგვიწესებდით? " - წერს Facebook-ზე მიხეილ ყაველაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×