რეზონანსი
07.06.2024

ოპოზიციაში ხედავენ, რომ ქართველი ხალხისგან მათ, უკვე 12 წელია, აქვთ მყარი უარი, რომ ერთი გრამი ძალაუფლებაც არ ჩაუვარდეთ ხელში, ერთადერთი გზა არის დემოკრატიის გვერდის ავლით, ძალადობით ხელისუფლების მოპოვება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას უნდათ, ხელისუფლება მოიპოვონ სხვისთვის და არა ქართველი ხალხისთვის.

„ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ამას აკეთებენ სახელით და გვარით ქართველი ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, იმის გამო, რომ სხვისი დავალებით ძალაუფლება აიღონ ხელში, რათა შემდეგ სხვისი დავალებები შეასრულონ ამ ქვეყანაში, შეუძლიათ, ქვეყანა გაწირონ არეულობისკენ. სინამდვილეში, მიზანი ერთი აქვთ, ხელისუფლებაში მოსვლა, ოღონდ არა ხალხისთვის, არც თავისთვის უნდათ ეს ხელისუფლება. მათ უნდათ, ხელისუფლება მოიპოვონ სხვისთვის. სხვა გარე ქვეყნებისთვის და ჯგუფებისთვის, რომ მათი დავალებები და სურვილები შეასრულონ საქართველოს მეშვეობით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×