რეზონანსი
25.06.2024

"ლიბერთი", რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთან“ ექსკლუზიურ თანამშრომლობას იწყებს, რომლის მიზანია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მარტივი გახდეს სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობა.  დღეიდან, ლიბერთის მომხმარებლები, სამოგზაურო დაზღვევით ლიბერთის ნებისმიერ ფილიალსა თუ სერვის ცენტრში ისარგებლებენ.

სამოგზაურო დაზღვევა ეს ის პროდუქტია, რომელიც არამხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს, არამედ ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა ბარგის დაკარგვა, ბარგის დაგვიანება და ფრენის გადადება. მომხმარებლებს, მოგზაურობის დროს  დახმარებას 24/7-ზე საერთაშორისო ასისტანსი გაუწევს.

 „მოხარულები ვართ, რომ შედგა ექსკლუზიური თანამშრომლობა „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს და ლიბერთი-ს შორის. ლიბერთი, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მსხვილი ბანკია მომხმარებელთა ფართო არეალით, რაც ჩვენთვის როგორც სადაზღვევო კომპანიისთვის ახალი და საინტერესო გამოწვევაა. ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ორივე მხარის განსაკუთრებული ინტერესია მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო სადაზღვევო პროდუქტები. თანამშრომლობა დაიწყო სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით, რომელიც ლიბერთის ყველა ფილიალში საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომი იქნება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე არარეზიდენტი, შემოსული ტურისტებისთვის“, - განაცხადა ნინა კობახიძემ, "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

,,ლიბერთი აგრძელებს უნივერსალიზაციის პროცესს და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი პროდუქტების დანერგვას. ამჯერად, ახალ პარტნიორთან „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - სთან ერთად, ლიბერთის მომხმარებლებს, სამოგზაურო დაზღვევის მიღების სწრაფი და გამარტივებული პროცესი შევთავაზეთ. აღნიშნული სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის პერიოდში და ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა სამოგზაურო დაზღვევა ლიბერთის ნებისმიერი საბანკო არხის მეშვეობით მიიღოს. დღეიდან, ამ სერვისით სარგებლობა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალსა და მომსახურების წერტილში იქნება შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კი ონლაინ მომსახურების შეთავაზებას ვგეგმავთ, რომელსაც დამატებით  სხვა მრავალფეროვანი სადაზღვევო პროდუქტებიც დაემატება“, - აღნიშნა "ლიბერთის" ფინანსურმა დირექტორმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ ვატო ბაბუნაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×