"ჭყონიაც ვაჭრობს რუსეთთან თავისი "კოკა-კოლით" და თან ნაცმოძრაობის გენერალური სპონსორია, ანუ ეს პარტია რუსეთში გატანილი "კოკა-კოლით” საზრდოობს”
გვანცა წულაია
02.07.2024

უკრაინას ქართველი მეღვინეების დასანქცირება სურს, რისი მიზეზიც რუსეთთან ვაჭრობაა. მაშინ, როდესაც რუსეთთან მთელი მსოფლიო ვაჭრობს, უკრაინას პრობლემა რატომღაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან აქვს. როგორც ჩანს, ზელენსკის მთავრობას საქართველოსადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენი ქვეყნისადმი სხვა ინტერესი არსებობს. 

უკრაინელი მეღვინეების კორპორაციამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, ზოგიერთი ქართველი და სომეხი მეღვინის დასანქცირებაზე. საუბარია მათზე, ვინც პროდუქციას როგორც უკრაინულ, ისე რუსულ ბაზარზე ათავსებენ. იგულისხმება 17 საწარმო, მათ შორისაა, "სარაჯიშვილი" და `ასკანელი ძმები". 

დასანქცირების შემთხვევაში, კომპანიებს სავაჭრო ოპერაციები 10 წლით აეკრძალება, მათი ლიცენზიები ანულირდება, აქტივები კი დაიბლოკება.

"გათვალისწინებული ზომები იქნება საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინულ საცალო ქსელებში არ შეიტანონ პროდუქცია სანქციების სიაში მყოფი საწარმოებიდან და გაყიდონ. თუ სანქციების საკითხების ჯგუფი გადაწყვეტილებას მიიღებს, საბაჟო ამ პროდუქციას ქვეყანაში არ დაუშვებს", - განაცხადა უკრაინელი მეღვინეების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, ვოლოდიმირ კუჩარენკომ.

კორპორაციის მიმართვაში საუბარია, რომ ქართული საწარმოების აქციონერთა ნაწილი რუსეთის ხელისუფლებისადმი მეგობრული პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" წევრია. ისინი გულისხმობენ ზურაბ ჩხაიძეს ("კახური ტრადიციული მეღვინეობა"), ვახტანგ კარიჭაშვილს ("ბოლერო"), ზაალ დუგლაძეს, ზაზა კიკაბიძეს, ნანა მენაბდიშვილს ("წინანდლის ძველი მარანი").

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთთან ვაჭრობს, პრობლემა რატომღაც საქართველოსან მიმართ არსებობს. როგორც "ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, ვერავინ ვერ შეეხება ვერც ქართველ მეღვინეს, ვერც გლეხს და ვერც ბიზნესმენს.

"რადგან უკრაინულ პრესაში ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, როგორც ჩანს, აქვთ ამის საბაბი. ჯერ საკუთარ ვაჭრობას გადახედონ რუსეთთან, რომელიც არ შეუწყვეტიათ. იმ რეიტინგსაც გადახედონ, როგორ თუ გაიზარდა რუსეთთან ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნების და ბალტისპირეთის სახელმწიფოების. 

მათგან ყველანაირი ამორალური განცხადება მოგვისმენია საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის მიმართ, მაგრამ ახლა უშუალოდ ისეთ თემაზე გადავიდნენ, რომელიც იქნება მათი იმიჯის საბოლოო განადგურება ქართველებში. კიდევ ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ამდენი იკადრა, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, მაშინ ბუმარანგივით აუცილებად დაუბრუნდებათ უკან. 

საქართველომ, პატარა ქვეყანამ, მსოფლიოს აჩვენა გამბედაობისა და გმირობის მაგალითი. ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ ღირსეული ერი, რომელიც არაფერზე არ იცვლება. უკრაინელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ ვერჩით უკრაინელ ხალხს. უკრაინელმა ხალხმა დიდი ტკივილი იწვნია საკუთარ თავზე, მათი უპასუხისმგებლო და არაპატრიოტი ხელისუფლებისგან. უკრაინის ხელისუფლება პატრიოტიზმისგან არის დაცლილი. ის, რომ სამხედრო ფორმა აცვიათ და რაღაც მესიჯებით საუბრობენ, გინდა ზელენსკი და გინდა სხვა, ეს პატრიოტიზმს არ ნიშნავს. 

რამდენიც უნდა იმდენი ისაუბრონ, ვერავინ ვერ შეეხება ვერც ჩვენს მეღვინეებს, ვერც გლეხებს და ვერც ბიზნესმენებს. საქართველოს გზა წარმატებსიკენ გარდაუვალია”, - განუცხადა "რეზონანსს” თამარ ჩიბურდანიძემ. 

დანარჩენი მსოფლიოსგან გამოყოფა და მხოლოდ საქართველოსკენ თითის გაშვერა უკრაინისგან პირველი შემთხვევა არ არის. ომის პერიოდში საქართველო არაერთხელ დაადანაშაულეს სხვადასხვა ბრალდებაში, მათ შორის იმაშიც, რომ, თითქოს, ქვეყანაში შავი ხვრელები არსებობს და სანქციების გვერდის ავლა ფიქსირდება, რაც არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურებულა, რადგან აბსოლუტურად ტყულია. 

სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ქართველი მეღვინეების დასანქცირების სურვილი. როგორც ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ არ დამსაგავსებოდა განადგურებული უკრაინას და ამიტომ შურის საძიებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. 

"ეს არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელიც არანაირ ლოგიკას, საღ აზრს და ობიექტურობას არ ემყარება. ეს ყველაფერი საქართველოს მიმართ დაბოღმილი პოლიტიკოსების დამოკიდებულებას წააგავს. საქართველომ, უკრაინის ხელისფულებისგან განსხვავებით, ყველაფერი გააკეთა, რომ სახელმწიფო არ დამსაგავსებოდა გაუბედურებულ, განადგურებული და აფეთქებულ უკრაინას. ყველაფერს აკეთებენ, პოლიტიკური განცხადებებით დაწყებული, ასეთი უაზრო გამოხტომებით დამთავრებული, რომ ამის გამო შური იძიონ საქართველოზე. 

ყველამ იცის, რაც ადვილად მოსაძიებელი ინფორმაციია, რომ ბალტიის პირეთის ქვეყნებმა გააათმაგეს თავისი ალკოჰოლის ექსპორტი რუსეთში, ამ ომის განმავლობაში. ერთი დღით არ შეჩერებულა მოლდავური ღვინის შეტანა. ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოზე შურისძიება არ ვიცი, რას ჰგავს. ისღა დარჩენიათ, რომ უეფას უჩივლოთ, რატომ გავიდა პლეიოფში საქართველოს და არა მათი ნაკრები. ესეც რომ გააკეთოს უკრაინის მხარემ, მათმა ფეხბურთის ფედერაციამ, არ იქნება გასაკვირი. 

ქართული ღვინო არ დაძმარდება. ის ყოველთვის მონახავს იმ ექსპორტიორ ქვეყანას, რომელიც დააფასებს იმას, რაც სხვამ ვერ დააფასა”, - განუცხადა დავით ქართველიშვილმა "რეზონანსს”,

ქართველი მეღვინეების დასანქცირების სურვილისას, "უცნაურია” რატომ არ გახსენებია უკრაინას მაგალითად ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელიც ასევე ვაჭრობს რუსეთთან, თავისი "კოკა-კოლით”. როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, უკრაინა საკუთარი კოლეგების და იდეოლოგიური მოკავშირეების დასჯას არ მოითხოვს.

"თემურ ჭყონიაც ვაჭრობს რუსეთთან, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი არის მათი იდეოლოგიური მოკავშირე. საერთაშორისო "სანაცეთი" საქართველოს ფარგლებს სცდება. საკუთარი კოლეგების და იდეოლოგიური მოკავშირეების დასჯას ხომ არ მოითხოვენ. 

გადაჭედილია ინტერნეტი რუსული მაღაზიების დახლების ფოტოებით, სადაც ნაჩვენებია, რომ თემურ პროდუქციას ერთი წუთითაც არ დაუტოვებია რუსეთის ბაზარი. "კოკა-კოლას” სათაო ოფისმა დატოვა რუსეთი, ყველა თავისი წარმომადგენლობა და ქარხანა დახურა, მაგრამ ჭყონიამ ეს გამოიყენა. ის არის `ნაციონალური მოძრაობის” გენერალური სპონსორი, ანუ ეს პარტია, 2 წლის განმავლობაში, რუსეთში გატანილი `კოკა-კოლით” საზრდოობს”, - დასძინა "რეზონანსთან” დავით ქართველიშვილმა. 

ქართული ღვინოები და ქართული კონიაკები უკრაინის ბაზარზე ათწლეულების განმავლობაში იყიდება. 2019 წლამდე ქართული ღვინო ნომერ პირველი იყო იმპორტირებულ ღვინოებს შორის და უკრაინაში ჩამოსხმული ღვინის გაყიდვების 70%-ზე მეტს შეადგენდა. ამჟამად ქართული ღვინის წილი, ბაზრის მონაწილეების აზრით, იმპორტირებული ჩამოსხმული ღვინის კატეგორიაში 20%-ს არ აღემატება.

2006 წელს, რუსული ემბარგოს შემდეგ, ქართული ღვინის დიდი ნაწილი უკრაინისკენ გადამისამართდა. მიუხედავად ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ეკონომიკური ბარიერების არარასებობისა, ბოლო 4-5 წელში ქართული ღვინის წილი უკრაინაში შემცირდა და ის იტალიურმა და ესპანურმა ღვინოებმა ჩაანაცვლა.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ალკოჰოლზე მოთხოვნა დაეცა და მხოლოდ ახლა უბრუნდება ის ომამდელ ნიშნულს, თუმცა თუ ადრე მყიდველები უფრო ძვირიან სასმელს ყიდულობდნენ, ახლა ფასს მეტ ყურადღებას აქცევენ. კლება დაფიქსირდა საშუალო ფასების სეგმენტშიც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×