რეზონანსი
21.06.2024

ერთ-ერთი ნაცადეპტის, უკრაინაში გადახვეწილი ყოფილი ჩინოსნის, დავით საყვარელიძის მიერ ადგილობრივ მედიაში გამოთქმული ოცნება, რომ საქართველოსთვის სექტა ეძებს "ახალ ზელენსკის", კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ღალატის პარტიას ხელისუფლების მიტაცების მისაღწევად სურს, რომ საქართველო უკრაინის მსგავსად, გაპარტახდეს როგორც მორიგი რუსული აგრესიით და შიგნიდან ზელენსკის გუნდის მსგავსი მაროდიორებით, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, რევანშისტებისთვის არაფერს წარმოადგენს არც საქართველოს სუვერენიტეტი, თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა და არც მშვიდობიანი განვითარება, მთავარია ხელისუფლების მიტაცება და ავაზაკ აგენტოკრატიაში "ლეგიტიმაცია".

„ჩვენი ფსევდო მეგობრები და დეკლარირებულად არაკეთილმოსურნეები დამახინჯებულად აღიქვამენ ოფიციალური თბილისის კურსს, რომ არ დაუშვებს "გლობალური ომის პარტიის" მზაკვრულ გეგმას საქართველოს უკრაინიზაციაზე.

დასავლელ არა ფსევდო ლიბერალ პოლიტიკურ აქტორებზე დაყრდნობით, კიდევ ერთხელ განვმარტავ თუ რას წარმოადგენს "გლობალური ომის პარტია" ანუ Warmongers (ომის წამქეზებელ-გამჩაღებლები). ეს არაა სადმე იურიდიულად რეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორც ეს უწიგნურ ნაცმედიაში ჰგონიათ. ომის მომხრე ძალების/"პარტიის" უკან დგანან: მეტწილად ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გიგანტები; ნეოკონსერვატორი "ქორები" [საერთაშორისო საკითხებში დემოკრატიისთვის ინტერვენციონიზმის მომხრენი - "მშვიდობა ძალის მეშვეობით"]; რადიკალი ულტრამემარცხენე ჯორჯ სოროსის იმპერია; მსხვილი კრედიტორები; ძალაუფლების ძლიერი ცენტრები; ცალკეული ტრანსნაციონალური პოლიტიზებული კორპორაციები და ა.შ.

ერთ-ერთი ნაცადეპტის, უკრაინაში გადახვეწილი ყოფილი ჩინოსნის, დავით საყვარელიძის მიერ ადგილობრივ მედიაში გამოთქმული ოცნება, რომ საქართველოსთვის სექტა ეძებს "ახალ ზელენსკის", კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ღალატის პარტიას ხელისუფლების მიტაცების მისაღწევად სურს, რომ საქართველო უკრაინის მსგავსად, გაპარტახდეს როგორც მორიგი რუსული აგრესიით და შიგნიდან ზელენსკის გუნდის მსგავსი მაროდიორებით. რევანშისტებისთვის არაფერს წარმოადგენს არც საქართველოს სუვერენიტეტი, თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა და არც მშვიდობიანი განვითარება. მთავარია ხელისუფლების მიტაცება და ავაზაკ აგენტოკრატიაში "ლეგიტიმაცია".

უწინდელი მოღალატეობრივი სცენარების მსგავსად, ამ ანტიქართულსაც მწარე ფიასკო ელის!

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში მოხდება. კობახიძემ ჟურნალისტებს დავით საყვარელიძის განცხადების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ნაცმოძრაობას" სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც განვითარდა უკრაინაში.

„იმ ფონის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ამ კონკრეტულ განცხადებას, გასაგებია, რაზეც საუბრობს საყვარელიძე. ყველამ ვიცით, რომ ზოგადად, "ნაცმოძრაობას" სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, სამწუხაროდ, განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. მინდა, დავარწმუნო „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა" - წერს გია აბაშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×