რეზონანსი
20.06.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის მაისის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,94 ათასი ტონა, რაც 0,15 ათასი ტონით ანუ 7,2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,09 ათასი ტონა) შედარებით. 

მ/წლის მაისის თვეში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,44 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: გერმანია - 0,34 ათასი ტონა (17,5%); ირანი - 0,28 ათასი ტონა (14,4%);  ნიდერლანდები - 0,11 ათასი ტონა (5,7%), და სხვ.

2024 წლის მაისის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 11,7 ათასი ტონა, რაც 1,8 ათასი ტონით ანუ 18,2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,9 ათასი ტონა) შედარებით. 

მათ შორის, მ/წლის მაისის თვეში  საავიაციო ნავთის იმპორტის 30,8%  (3,6 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთიდან,  30,8% (3,6 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან,  20,5% (2,4 ათასი ტონა) - ლიბიიდან,  17,9% (2,1 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×