რეზონანსი
21.06.2024

ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოსთვის არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა სურს. ის ატარებს პოლიტიკას, რომლითაც არაერთი ჩვენი „გულშემატკივარი" ცდილობს, რომ საქართველო ომში ჩაითრიოს, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ბიძინა ვანიშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადის დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებას.

„მისი მხრიდან ნებისმიერი ასეთი განცხადება არასერიოზულია, ფასი და ღირებულება აბსოლუტურად არ აქვს, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა მიზნებს და ინტერესებს ემსახურებიან ეს ადამიანები, გონჩარენკო კი მათი ერთ-ერთი რუპორია", - აღნიშნა მიქანაძემ.

უკრაინის რადის დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პუტინის დავალებით ანადგურებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×