რეზონანსი
21.06.2024

რით არის „ნაციონალური მოძრაობა" საშიში - ერთად ვსხედვართ 4 წელია პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ ჩემთვის, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

„რით არის „ნაციონალური მოძრაობა" საშიში?! ახლა „ნაციონალური მოძრაობა" საშიშია?" 4 წელია ერთად ვსხედვართ პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ. პიროვნულად და პერსონალურად საშიშები ხომ არ არიან?!", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ჟურნალისტმა ელისაშვილს მისი ადრინდელი პოზიცია შეახსენა, როდესაც ის აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" დაბრუნების საშუალება არ უნდა მიეცეს.

„ არავის უნდა მისცე ძალაუფლება, იმიტომ ახლა არის სხვა მოცემულობა-თქო, მას შემდეგ, რაც ეს რუსული კანონი მეორედ შემოიტანეს და გაიტანეს, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×