რეზონანსი
14.06.2024

„შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო, „პატენტი", „ფეიკ" დომენიკო ახლად თავმოჭრილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი, დახლებს შორის", - ამბობს „ქართული იცნების" დეპუტატი, ბექა ოდიშარია.

დეპუტატი ჰყვება, რომ გუშინ, გვიან ღამით, კრწანისის რაიონის ერთ-ერთ სუპერმარკეტში სამოქალაქო აქტივისტმა, მას რუსული კანონის ხელმომწერი უწოდა:

„გუშინ გახლდით დიდ მარკეტში, ჩემს სახლთან შორიახლოს, მქონდა სტუმრიანობა. შორიახლოდან გაურკვეველი ხმაური მომესმა, მოვტრიალდი და შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო, პატენტი, „ფეიკ" დომენიკო ახლად თავმოჭრილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი, დახლებს შორის, რომელმაც მომაძახა, რომ შენ ხარ რუსულ კანონზე ხელმომწერი.

მე, რა თქმა უნდა, რუსულ კანონზე ხელმომწერი არ ვარ, ბუნებაში არ არსებობს არანაირი რუსული კანონი. არსებობს ქართული კანონი და ახლა თუ, 100-დოლარიანი ერთჯერადი მოხმარების პიროვნება არ ხარ, რა უნდა სანზონელი თუ გლდანელი კაცს, ღამის 12-ის ნახევარზე, კრწანისში სუპერმარკეტში რა უნდა?"- აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×