რეზონანსი
13.06.2024

ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, წინ მეტად რთული და დაძაბული მოვლენებით დატვირთული თვე გველის. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, ვარსკვლავებსა და პლანეტებზე დაკვირვებითა და ასტროლოგიური გათვლით, ზაფხულის პირველი თვე ნამდვილად არ იქნება ადვილად გასავლელი.

„ივნისის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე სიფრთხილეა საჭირო დიდი შენაძენებისა და უძრავ ქონებაში ფულის ინვესტირებისას, რადგან ამ დროს იზრდება გარისკვისა და ფინანსების ხარჯვის სურვილი. შედეგად, შენაძენების უმეტესობა ან ძალიან ძვირი იქნება, ან სრულიად გამოუსადეგარი. ამ პერიოდში გამართლებული იქნება ფინანსების უკეთ კონტროლი და ფულის მომჭირნედ ხარჯვა, რადგან 20 რიცხვის შემდგომ მოიმატებს ფულადი სახსრების მოთხოვნილება. მით უმეტეს, რომ 20 ივნისიდან მზეც და პლანეტა მერკურიც კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებენ, რაც გააძლიერებს ინტუიციას და წარმოაჩენს ახალ, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, 21-24 ივნისის შუალედში მეტი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო საქმიანი გეგმებისა და ქცევის ტაქტიკის შერჩევისას. ამ დღეების რთულმა ენერგეტიკამ შეიძლება, განაპირობოს კრიზისული სიტუაციები და სერიოზული დაძაბულობა. იმისთვის, რომ მყარად იდგეთ ფეხზე, გვერდი აუაროთ დანაკარგებს ან მინიმუმამდე შეამციროთ მათი რაოდენობა, იმოქმედეთ ფრთხილად და წინდახედულად. გაითვალისწინეთ ერთგული მეგობრებისა და გამოცდილი ადამიანების რჩევები და არ გადაუხვიოთ ადრე დასახულ გეგმებს, განსაკუთრებით პროფესიული განვითარების საკითხებსა და შემოქმედებით საქმიანობაში“ - განუცხადა "თბილისელებს" ცაგარელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×