რეზონანსი
02.08.2026

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა.

უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ხოლო დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

„სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობას ან გავრცელებას გულისხმობს. დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში უცნობი მომხმარებელი არასრულწლოვანების და მათი მშობლების ღირსების შემლახავი შინაარსის დამონტაჟებულ ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს. ის 10 000 ლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამ ადამიანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×