
ტრამპის განცხადებით, აშშ გაანადგურებს ირანის ნებისმიერ ხომალდს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში დამატებით ნაღმებს განათავსებს
დღეს, 19:42 17
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ყველა ნაღმი გაუვნებელყოფილი ან აფეთქებულია. დონალდ ტრამპი ირანს დაემუქრა, რომ გაანადგურებს ნებისმიერ ხომალდს, რომელიც დამატებითი ნაღმების განთავსებას შეეცდება.
"აშშ-ის სამხედრო-ზღვაო ძალებისგან ახლახან მივიღე ინფორმაცია, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებიდან ყველა ნაღმი ამოღებული ან აფეთქებულია. ირანს უკვე ეცნობა, რომ ნებისმიერი ხომალდი თუ ნავი, რომელიც ახალ ნაღმებს განათავსებს, დაუყოვნებლივ და განადგურდება. კოსმოსური ძალების (Space Force) მეშვეობით ჩვენ ვაკონტროლებთ სრუტის თითოეულ კვადრატს, ისევე როგორც Pickaxe Mountain-ს და უკვე განადგურებულ სამ სხვა ბირთვულ ობიექტს. ნაღმების განთავსებაზე მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა," - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.