რეზონანსი
30.08.2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ98-კმ151 (საყდარი-ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

29 აგვისტოს, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე, სოფელ საყდართან, ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო ხიდი წაიღო, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

სტიქიის ზონაში ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, სოფელ საყდართან სარმის დროებითი ხიდის მოწყობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამასთან, ახალი ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×