რეზონანსი
21.09.2026

შოტ­ლან­დი­ის პო­ლი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს კერ­ლინ­გის ნაკ­რე­ბის ორი წევ­რის - 22 წლის შალ­ვა ხა­ჩი­ძი­სა და 33 წლის კახა ამ­ბრო­ლა­ვას ეძებს. ორი­ვე მა­მა­კა­ცი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. ისი­ნი კილ­მარ­ნო­კის სა­სა­მარ­თლო­ში უნდა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა სხდო­მა­ზე არც ერთი არ მო­ვი­და. ამის შემ­დეგ მათი და­კა­ვე­ბის ორ­დე­რე­ბი გა­ი­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ უცხო­უ­რი მე­დიაწერს.

საქ­მე 2024 წლის აპ­რილ­ში, დუმფრის­ში მომ­ხდარ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს უკავ­შირ­დე­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კერ­ლინ­გის გუნ­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის შოტ­ლან­დი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ხა­ჩი­ძე­სა და ამ­ბრო­ლა­ვას ღა­მის კლუ­ბის ქალ­თა სა­პირ­ფა­რე­შო­ში ქალ­ზე თავ­დას­ხმა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა ედე­ბათ ბრა­ლად. ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, მათ ქალი სა­პირ­ფა­რე­შოს კა­ბი­ნა­ში შე­იყ­ვა­ნეს და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, რა დრო­საც პირ­ზე ხე­ლებს აფა­რებ­დნენ.

საქ­მე­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დია აღ­წე­რი­ლი. მათ შო­რი­საა ქა­ლე­ბის თვალ­თვა­ლი. რო­გორც გა­მო­ცე­მა The Sun წერს, საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ისი­ნი ქა­ლებს სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში მიჰ­ყვე­ბოდ­ნენ, ხოლო მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით უღებ­დნენ.

ორი­ვე მა­მა­კაცს ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან დუმფრი­სის ერთ-ერთ პაბ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტსac. ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, ისი­ნი აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ, პა­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს ეკა­მა­თე­ბოდ­ნენ და მას შემ­დეგ, რაც და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვეს, იქ დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

საქ­მის მა­სა­ლებ­ში ასე­ვე ფი­გუ­რი­რებს ქა­ლე­ბის გა­ყო­ლის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბე­ბი. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია შემ­თხვე­ვებ­ზე, რო­დე­საც ისი­ნი ქა­ლებს დუმფრი­სის რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩა­ზე, მათ შო­რის High Street-ზე, Queensferry Street-სა და Munches Street-ზე, გაჰ­ყვნენ.

ორი­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბა­კუ­რი­ან­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი

სა­სა­მარ­თლოს დო­კუ­მენ­ტებ­ში შალ­ვა ხა­ჩი­ძი­სა და კახა ამ­ბრო­ლა­ვას მი­სა­მარ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბორ­ჯო­მის რა­ი­ონ­ში, ბა­კუ­რი­ა­ნია მი­თი­თე­ბუ­ლი. ორი­ვე მა­მა­კა­ცი მა­ნამ­დე გი­რა­ოს სა­ფუძ­ველ­ზე იყო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი და სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხა­დე­ბა ევა­ლე­ბო­და, თუმ­ცა და­ნიშ­ნულ სხდო­მა­ზე არც ერთი მათ­გა­ნი არ მი­ვი­და.

სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დი ტურ­ნი­რი და­ტო­ვა

რო­გორც ირ­კვე­ვა, ხა­ჩი­ძე და ამ­ბრო­ლა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს კერ­ლინ­გის ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი იყ­ვნენ. გუნ­დი ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის შოტ­ლან­დი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ შე­ჯიბ­რე­ბა და­ტო­ვა.

ამ დრო­ის­თვის შალ­ვა ხა­ჩი­ძი­სა და კახა ამ­ბრო­ლა­ვას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია. "ორი­ვე მა­მა­კა­ცი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, მათ წი­ნა­აღ­მდეგ კი სხვა ეპი­ზო­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც არის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი. თუმ­ცა მათი ბრა­ლე­უ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლოს ჯერ არ და­უდ­გე­ნია", - წერს The Sun.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×