რეზონანსი
22.09.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში, ბრალდებულების ხელბარგისა და პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 150 გრამზე მეტი „კოკაინი“, „მეთილფენიდატი”-სა და „კოდეინის“ 359 აბი, 206 აბი „პრეგაბალინი“ და 17 აბი „ლირიკა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×