რეზონანსი
20.09.2026

ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მიქაძე საფრანგეთში დააკავეს.

"როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე ახლახანს დააკავეს საფრანგეთში", - წერს კაკაბაძე "ფეისბუქზე".

როგორც ცნობილია, დავით მიქაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში.მასზე ინტრრპოლით ძებნაა გამოცხადებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×