რეზონანსი
26.11.2026

საქართველოში ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო ნიშანდების ამოქმედების ვადის გადავადება იგეგმება. შესაბამისი რეგულაცია, რომელიც 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო, საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში, 1 ივლისიდან შევა ძალაში.

ინიციატივის მიზანია მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლებისთვის ახალი რეგულაციის მოთხოვნებთან ადაპტაციისა და მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისთვის დამატებითი დროის მიცემა.

ახალი რეგულაციის თანახმად, სარეალიზაციოდ განკუთვნილ სერტიფიცირებულ ალკოჰოლიან სასმელებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სპეციალური ნიშნის დატანა სავალდებულო გახდება.

ნიშანზე განთავსებული QR კოდის სკანირებით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, კატეგორიის, მწარმოებლის, შესაბამისობის სერტიფიკატისა და ნიშანდების სტატუსის შესახებ. თითოეულ ნიშანს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი ექნება.

სავალდებულო ნიშანდების შემოღების მიზანია ალკოჰოლიანი სასმელების ფალსიფიკაციის პრევენცია, ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება და პროდუქციის მიკვლევადობის უზრუნველყოფა.

რეგულაციის ამოქმედების ვადის გადავადებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მიღებაა საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×