რეზონანსი
15.06.2024

ევროკავშირმა ვერ შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი, კერძოდ გერმანიის პოზიციის გამო, თუ რამდენად პასუხისმგებელნი იქნებიან ევროკავშირის კომპანიები სანქციების დარღვევაზე. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის ოფიციალური პირები ერთ თვეზე მეტია მსჯელობენ პაკეტზე, რომელიც მოიცავს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვის აკრძალვას და გეგმას, რომ ევროკავშირის ოპერატორები პასუხისმგებელნი იყვნენ მესამე ქვეყნებში შვილობილი კომპანიებისა და პარტნიორების მიერ სანქციების დარღვევაზე.

პარასკევს საღამოს ელჩებს აღნიშნული საკითხი უნდა განეხილათ, მაგრამ სანქციების თემა შეხვედრის დღის წესრიგიდან ბოლო მომენტში ამოიღეს. ელჩების შემდეგი შეხვედრა ოთხშაბათს არის დაგეგმილი.

ევროკავშირის დიპლომატებმა განაცხადეს, რომ გერმანიამ გამოხატა დათქმა მესამე ქვეყნებში შვილობილი კომპანიებისა და პარტნიორების დებულების მის ინდუსტრიაზე გავლენის შესახებ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×