მსახიობი კახა კინწურაშვილი, რომელიც უკვე დიდი ხანია, სხვა აქტივისტებთან ერთად რუსთაველის გამზირზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებს, ამბობს, რომ რუსებს ქვეყანას არ დაუთმობს.
მისი თქმით, აქციაზე არავინ დგას "ნაციონალური მოძრაობის" გამო და იქ ხალხი მხოლოდ უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.
"უფროსო თაობა, თუ გგონიათ, რომ აქ ვინმე "ნაცების" გამო დგას, ძალიან ცდებით, დიდი პრობლემები ჰქონდა თავის დროზე "ნაცებისგან" ყველას. აქ ხალხი დგას უკეთესი მომავლისთვის და თავისი შვილებისთვის.
როგორც ჩვენი მშობლები გადმოვიდნენ დამარცხებულები აფხაზეთიდან, ასე დამარცხებულები ამ ქვეყნიდან არ გავიქცევით. მე ვიყავი 9 წლის, როცა რუსებმა წამართვეს ქალაქი და ბავშვობა. დღეს ვარ 40 წლის და ვხედავ ქართველების ხელით რუსები მართმევენ ქვეყანას და ჩემი შვილებიც მომავალს და მე ამას არ დავთმობ", - თქვა კახა კინწურაშვილმა.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე