რეზონანსი
26.06.2024

ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტი ქართველი ხალხის დაკვეთაა. ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის გარეშე დაამტკიცებს. ბოიკოტში მყოფ ოპოზიციაზე კი მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს კანონპროექტები ოპონენტებისთვის პრობლემური თემაა.

„ოპოზიციური სპექტრისთვის ეს პრობლემური თემაა, განსაკუთრებით გარკვეული საერთაშორისო ფორუმების ფორმატში ამ საკითხების მიმართ მიდგომის გათვალისწინებით. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ამას ოდესმე დაუჭერენ მხარს. ჩვენთვის კი ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება“, - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×