რეზონანსი
09.06.2024

თუ ხელისუფლება არ გამოფხიზლდა, ფინანსური და ეკონომიკური სანქციების პაკეტი ამოქმედდება, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი ლანა გალდავა საუბრობს. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ თუ "ოცნება" უწინდებურ ნარატივს გააგრძელებს და დასავლეთის გაფრთხილებებს ყურად არ იღებს, აშშ-ც და ევროპაც უფრო მწვავე სანქციებს მიმართავენ, ვიდრე სავიზო შეზღუდვებია.

ამასთან, გალდავა ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი 26 ოქტომბრის არჩევნებია, სადაც ქართველმა ხალხმა რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება უნდა გაისტუმროს.

გაგრძელდება ფინანსური და ეკონომიკური სანქციების პაკეტი თუ ეს ხელისუფლება არ გამოფხიზლდა. ყველა ვარიანტში ჩვენ 26 ოქტომბერს ეს სირცხვილი „ქართული ოცნების“ სახით უნდა ჩამოვირეცხოთ. ჩვენ ვიცით როგორ გავატაროთ რეფორმები, რაც აუცილებელია ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის და ამიტომაც ჩვენ გვაქვს მზა პაკეტი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დაადგეს ეროვნული ინტერესების გზას. ვიზალიბერალიზაციის საკითხი შეიძლება გადაიხედოს და ცხადია, თუ საქართველოს ხელისუფლება ისევ იმ ნარატივს გააგრძელებს, რასაც ეს დღეები აკეთებს და არ აინტერესებს არცერთი მიმართულება, რაც თავის მხრივ, კრემლში დაწერილი სცენარია, ცხადია, ევროპაც და აშშ-ც მიმართავენ ყველაზე მწვავე ღონისძიებებს, - ამბობს ლანა გალდავა. 

ამერიკის შემდეგ "ოცნების" წინააღმდეგ შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე უკვე ბრიტანეთიც ალაპარაკდა. წინ 26 ივნისი და ევროპული საბჭოს სამიტიაა, სადაც ასევე რუსული კანონის მიმღები საქართველოს ხელისუფლების შესახებ იმსჯელებენ. საქართველოში მოქმედი ევროპული ორგანიზაციები პარტნიორებს მოუწოდებენ, რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების წინააღმდეეგ სანქციები აამოქმედონ.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×