რეზონანსი
05.06.2024

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი პარტნიორობა აშშ-სთან საქართველოს ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად გამოვიყენოთ, მეგობრების მხრიდან ხელისუფლების დასანქცირებაზე საუბარი გვესმის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

ის ამით საქართველოს შესახებ ამერიკის კონგრესში გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ჩვენი პარტნიორებისგან ნათლად გვესმის, რომ საქართველოს მოსახლეობა ავტორიტარიზმისგან დაცული უნდა იყოს.

„იმის ნაცვლად, რომ ზოგადად ჩვენი პარტნიორობა აშშ-სთან, იქნება ეს კონგრესში, თუ ჰელსინკის კომისიაში მოსმენა იმისთვის გამოვიყენოთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარდეს, ჩვენ ვისმენთ ხელისუფლების დასანქცირებასა და რუსეთთან მათ კოლაბორაციაზე საუბარს. ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ეროვნული ინტერესების ღალატი", - აღნიშნა გიგი წერეთელმა, რომლის განცხადების შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×