დაზიანებულია ცნობილი ვიდეოგრაფისა და „ინფლუენსერის" გიორგი ჯობავას ავტომობილი, რომლითაც ის მომიტინგეებს ჩაითა და ყავით ამარაგებდა. ჯობავა და მისი მეუღლე სალი წვერავა ყოველ საღამოს აქციაზე საკუთარი სახლი-მანქანით მიდიოდნენ და იქ შეკრებილებს უფასოდ უმასპინძლდებოდნენ.
ისინი ასევე სახლი-მანქანაში დარჩენას სთავაზობდნენ აქტივისტებს, რომლებიც დედაქალაქში რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ და თბილისში დასარჩენი არ ჰქონდათ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მათ მანქანას ჩაუმტვრიეს მინები, ასევე დაჭრილია საბურავები. სალი წვერავა მომხდარის შემდეგ „ინსტაგრამზე" წერს:
„ჩვენს სახლ-მანქანას თავს დაესხნენ უცნობი პირები, ჩალეწეს შუშები, დაჭრეს საბურავები, წაიღეს მანქანის ნომერი, მოკლედ განადგურებულია მანქანა. საქმე გადაცემული აქვს პოლიციას. მანქანა გადაყვანილია პოლიციის ეზოში. არაფერში არ წერია ასეთი მავნებლობა, რომელიც საერთოდ არ დაგვიმსახურებია. ეს სახლი-მანქანა რას ნიშნავს ჩვენთვის, ჩვენმა გამომწერებმა კარგად იცით, გამოძიება მიმდინარეობს, ველოდებით მოვლენების განვითარებას. მთელი გული, სული და რესურსი ჩავდეთ ამ სახლი მანქანის გაკეთებაში, უდიდესი იმედი გვაქვს, რომ მალე გაირკვევა ყველაფერი და დავიბრუნებთ ჩვენს სახლს!" - წერს სალი წვერავა.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე