რეზონანსი
24.06.2024

სამოქალაქო აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილს სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ტვინის შერყევა აქვს მიღებული. დაზიანებები აღენიშნება სახის, ყელისა და ხელების მიდამოებში. არსებული ინფორმაციით, მას ხელკეტებით გაუსწორდნენ.

გაფრინდაშვილი მასზე ანგარიშსწორებას  ჯორჯიან მანგანეზის წინააღმდეგ დაანონსებულ საპროტესტო აქციას უკავშირებს.

იმის შემდეგ რაც დაანონსდა საპროტესტო აქცია ჯორჯიან მანგანეზის წინააღდმეგ, რათა აღიკვეთოს სოფელი ზოდის განადგურება, 22 ივნისის საღამოს სახლში დაბრუნებულ ნიკო გაფრინდაშვილს, სადარბაზოში დახვდნენ ე.წ ტიტუშკები, სამი ადამიანი, ხელკეტებით შეირაღებული, მიპარვით სასტიკად გაუსწორდნენ ნიკოს ( ძალადობის შედეგად ტვინის შერყევა აქვს მიღებული) და შემდგომ გაიქცნენ ადგილისკენ, სადაც მანქანა ელოდებოდათ, მათ წინასწარ დაგეგმეს ეს, რთული გამოსაცნობი არაა ვისი ორგანიზებულია ეს ძალადობა, სასწრაფოდ ვითხოვთ გამოძიებულ იქნას ეს ფაქტი და დააკავონ მოძალადეები და რაც მთავარია მათი დამკვეთები, ამის იმედი ჩვენ არ გაქვს მაგრამ არაფერია დამალული რომ არ გაცხადდეს და ყველას მოეთხოვება პასუხი ქეყანაში შექმნილი ამ ძალადობის წახალისებისთვის,  ყველა პასუხს აგებს ადრე თუ გვიან!  

‼️ვერ გაგვაჩუმებთ, 30 ივნისს 12 საათზე გელოდებით ყველას ზოდის საბჭოსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ ჯორჯიან მანგანეზის ცენტრალურ ოფისთან, რადგან დღეს ჯორჯიან მანგანეზსა და ჩინოვნიკებს შორის ტოლობის ნიშანია!" - წერია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×