რეზონანსი
07.07.2024

თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია, პირდაპირ რომ ვთქვათ, კარგ მდგომარეობაში არ არის. ეს გვაშფოთებს და გვაღელვებს, რადგან ფსონზე დევს კაცობრიობის კეთილდღეობა და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ შეიძლება იყოს, - ამის შესახებ რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა იტალიის ქალაქ ტრიესტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფრანცისკემ დემოკრატიულ პროცესებში საზოგადოების ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„კეთილდღეობის გარკვეული ფორმები, რომლებიც არ აღიარებენ ადამიანთა ერთიანობას, წარმოადგენენ სოციალურ ფარისევლობას. ეს არ უნდა დავივიწყოთ. რა დგას სოციალური რეალობისგან დისტანცირების უკან? ეს გახლავთ გულგრილობა. გულგრილობა და პროცესებში ჩაურთველობა არის დემოკრატიის სიმსივნე", - განაცხადა რომის პაპმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×