რეზონანსი
19.06.2024

ევროკავშირის ელჩის განცხადება ასახავს სამწუხარო რეალობას, რომელიც დადგა საქართველოში „ქართული ოცნების“, ამ რუსული კოშმარის მიზანმიმართული მავნებლური პოლიტიკის შედეგად, რომ საქართველო მოწყდეს ევროკავშირს და დასავლური განვითარების ვექტორს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ის რაც ევროკავშირი ელჩმა განაცხადა, ასახავს სამწუხარო რეალობას, რომელიც დადგა საქართველოში „ქართული ოცნების“, ამ რუსული კოშმარის მიზანმიმართული მავნებლური პოლიტიკის შედეგად, რომ საქართველო მოწყდეს ევროკავშირს და დასავლური განვითარების ვექტორს. ამაზე პირველ რიგში პასუხი უნდა ჩვენგან და ამას არ უშველის რუსული კანონის წაღება. ამას უშველის 26 ოქტომბერს ძალადობრივი რუსული რეჟიმის ჩამოცილება ხელისუფლებიდან. რაც შეეხება ევროკავშირს, ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას, მან ისე უნდა განსაზღვროს თავისი პოლიტიკა, რომ ერთი მხრივ, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში უნდა უპასუხოს „ქართული ოცნების“ ძალიან დამაზიანებელ და მავნებლურ პოლიტიკას და მეორე მხრივ, შეუნარჩუნოს ევროპული განვითარების პერსპექტივა ქართველ ხალხს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ ძალადობრივ რეჟიმს ჩავანაცვლებთ კოალიციური მთავრობით, დაუყოვნებლივ მოხდება პროგრესი ევროკავშირის გზაზე, ამიტომ ევროკავშირის პოლიტიკა იქნება ისეთი, რომ უპასუხოს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ შეინარჩუნოს ქართველი ხალხს ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×