რეზონანსი
31.05.2024

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ნაწყვეტი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლიდან "ქალები", სადაც მსახიობი ეკა მჟავანაძეც თამაშობს. მსახიობის მიერ შესრულებულმა ცეკვამ ბევრი ადამიანის მოწონება, თუმცა, ამასთან, კრიტიკაც დაიმსახურა.

"ქალების" მთავარი თემა ქალების ცხოვრება, სირთულეები, ყოველდღიური რუტინა და ის პრობლემებია, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით. რაში მდგომარეობს ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო?...სიყვარული? ოჯახი? მეგობრობა? კარიერა? რაზე ოცნებობენ ყველაზე მეტად ქალები? და სინამდვილეში როგორ წარმოუდგენიათ მათ სრულყოფილი ცხოვრება? შეუძლია სიყვარულს დააბრუნოს ისინი რეალურ ცხოვრებაში თუ უფრო სასიამოვნოა გაექცე ყველანაირ ყოფით პრობლემას და ჩაიკეტო საკუთარ ფანტაზიაში. რა მოხდება თუკი საკუთარი წარმოსახვის მძევალი გახდები? თუმცა სინამდვილიდან გაქცევის საშუალებას ქალბატონებს მეზობელი მამაკაცები არ აძლევენ... ეს არის მსუბუქი რომანტიული ისტორია გრძნობებსა და ნამდვილ ურთიერთობებზე.

სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო ზაუტაშვილი - ქეთუსი, ნინო დუმბაძე - ჯული, ქეთი ჩხეიძე - გრეტა, ქეთი გეგეშიძე - დუდანა, ირმა ბერიანიძე - მანჩო, ზაზა გოგუაძე - ჯერომი, თემო კილაძე - ტომასი. ეკა მჟავანაძე კი გურანდას როლს ასრულებს.

როგორც ჩანს, ნეგატიური კომენტარები ადრესატამდეც მივიდა და ამის შესახებ ის გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" ისაუბრებს:

"სპექტაკლია, სადაც ერთ-ერთი გმირი ცეკვავს... ხომ არ შეიძლება, ასე გაწირო ადამიანი? ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე, ჩემი ორი შვილი... ნუ დაწერ ამ საშინელ სიტყვებს..." - ამბობს მსახიობი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×