რეზონანსი
23.05.2024

გერმანიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ანტისახელისუფლებო მიტინგზე მივიდა და სიტყვით მიმართა იმ მომიტინგეებს, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ. მან, პრაქტიკულად, სახელმწიფო გადატრიალებას დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

ამასთან, როგორც სუბარმა აღნიშნა, ევროპელმა დიპლომატმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც ქართულ ეკლესიას, ასევე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, როდესაც მან ქართული ეკლესია ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინა.

„მიხაილ როთმა დაარღვია ყველანაირი პოლიტიკური, მეგობრული და დიპლომატიური ეტიკეტი, როდესაც გამოვიდა და მომიტინგეებს სიტყვით მიმართა - იმ მომიტინგეებს, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - პრაქტიკულად, სახელმწიფო გადატრიალებას დაუჭირა მხარი.

ამავე დროს, ამ ადამიანმა თავისი განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას, ვისთვისაც ეკლესია სიწმინდეს წარმოადგენს. როდესაც ადამიანისთვის წმინდა არაფერი არსებობს, მისთვის ძალიან ადვილია სხვისი სიწმინდის შეურაცხყოფა, მაგრამ განათლება და ზრდილობა მაინც უნდა იყოს მუხრუჭი, რომ მსგავსი განცხადებები არ გააკეთოს - როგორც ჩანს, ამ ადამიანს ესეც არ გააჩნია. შესაბამისად, მისი აზრი ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა.

ბატონ როთს ვურჩევ, სხვა დროს, სანამ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას გადაწყვეტს, ჯერ საკუთარი სამშობლოს პრაქტიკა შეისწავლოს, სადაც ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ათეული წევრი დააპატიმრეს ბრალდებით, თითქოს ისინი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ, თუმცა, ამის დამადასტურებელი სერიოზული მტკიცებულებები ჯერ საზოგადოებას არ უნახავს.როცა საკუთარ სტანდარტს გაუსწორებს თვალს, მერე გველაპარაკოს იმაზე, უნდა აგონ თუ არა პასუხი იმ ადამიანებმა, რომლებიც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილს ესვრიან და პარლამენტში შეჭრას ცდილობენ", - განაცხადა სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×