რეზონანსი
05.06.2024

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ რუსული კანონი "ოცნებას" ძალაუფლების დაკარგვის ფასი დაუჯდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, მმართველი გუნდის წევრებმა კანონზე ხელმოწერით საქართველოს ღალატი ჩაიდინეს, რასაც საერთაშორისო პარტნიორები არ აპატიებენ და ამას აუცილებალდ მოჰყვება სანქციები.

"ქართული ოცნების", ამ რუსული კოშმარის წარმომადგენლები კარგად აცნობიერებენ ორ რამეს - ერთი, რომ ისინი კარგავენ ძალაუფლებას, რომელიც 26 ოქტომბერს გაფორმდება ქართველი ხალხის ნებით და მეორე, მათი ცხოვრება არ იქნება ისეთი, როგორიც რუსული კანონის კენჭისყრამდე იყო. მათ ჩაიდინეს ქვეყნის ღალატი, რომელთაც მათ არც ქართველი ხალხი და არც ქართველი ხალხის მეგობრები და საერთაშორისო თანამეგობრობა, ბუნებრივია არ აპატიებს. სანქციები იქნება და როდესაც ისინი აცნობიერებენ რომ სანქციები იქნება, სწორადაც ღელავენ ამ სანქციების გამო", - ამბობს ჭიაბერაშვილი.  

კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") გუშინ განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.

რუსულ კანონზე მხარდამჭერი ყველა დეპუტატი წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა კონგრესში ქართული დემოკრატიიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენია და თქვა, რომ თქვა, რომ მათთვის უნდა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×