რეზონანსი
05.06.2024

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ იმედი გამოთქვა, რომ მოვალეობის შესრულებას თვის ბოლოს ან ივლისში დაუბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ მსროლელი მარტო არ მოქმედებდა და ეს ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური სიძულვილის გამო, რომელმაც ქვეყანა გახლიჩა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალიზებულია.

ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×