რეზონანსი
05.06.2024

"გამოძიება უნდა წარიმართოს თუნდაც იმისთვის, რომ საბოლოოდ მოვახერხოთ სტრასბურგში წასვლა", - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების მიერ ნაცემმა დავით ქაცარავამ განაცხადა. ქაცარავა დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა, სადაც გამომძიებლებს, ნივთმტკიცების სახით, ის ტანსაცმელი გადასცა, რომელიც ცემის დღეს ეცვა.

"ეს სისტემა თავის ჯალათებს, თავის შემსრულებლებს უფრთხილდება. პირიქით, ვფიქრობ, რომ იმ ჯალათებმა პრემიებიც კი მიიღეს ამაში. ეს გამოძიება უნდა წარიმართოს თუნდაც იმისთვის, რომ გავიაროთ ყველა ის პროცედურა და საბოლოოდ მოვახერხოთ სტრასბურგში წასვლა და სტრასბურგში ჩივილის გაგრძელება. ეს არის ჩემი მოლოდინი ამასთან დაკავშირებით, სანამ ეს სისტემა ამ სახით იარსებებს, ჩვენ ადამიანები, რომლებიც ამ სისტემას ვებრძვით ვერასდროს ვიპოვით სამართლიანობას," - განაცხადა ქაცარავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×