თამთა ჩაჩანიძე 24.06.2024
![](rubrics/rubs2/artc207447/a1719230036.jpg)
დაღესტანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. 23 ივნისის საღამოს მაჰაჩყალასა და დერბენტში ტერორიეტულ თავდასხმას ათეულობით ადამიანი ემსხვეროლა, მათ შორის 15 პოლიციელი, მართლმადიდებელი სასულიერო პირი და მშვიდობიანი მოქალაქეები. შეიარაღებული პირები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგას და საგზაო პოლიციის პუნქტს დაესხნენ თავს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის" მუხლით აღძრა. ოფიციალური მონაცემებით, თავმდამსხმელების ნაწილი ლიკვიდირებულია, ნაწილი კი დაკავებული.
ნატალია ჯვარიძე 24.06.2024
![](rubrics/rubs2/artc207442/a1719226112.jpg)
28 ივნისს პრემიერი ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს, რასაც ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრება. თავად ოპოზიციონერები ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ პრემიერის გამოსვლაში არაფერი იქნება ახალი და შესაბამისად, მის მოსმენასა და ოპონირებას აზრი არ აქვს. რამდენად გამართლებული ოპოზიციის ბოიკოტი და რამდენად დამაჯერებელია მათი არგუმენტები?
ქეთო გოგოხია 21.06.2024
![](rubrics/rubs3/artc207281/a1718972422.jpg)
მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). სწორედ ფერმერთა ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანდაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამა.
რეზონანსი 23.06.2024
![](rubrics/rubs29/artc207397/a1719147151.jpg)
ყველას აწუხებს კითხვა, თუ როგორი ამინდი იქნება ზაფხულში და როდის აჯობებს ზღვაზე წასვლა. მოქალაქეთა უმრავლესობა თავის დასვენებას სხვა ფაქტორებთან ერთად, ამინდის პროგნოზის მიხედვითაც გეგმავს. როგორი იქნება წელს ზაფხული და არსებული პროგნოზებით, როდის ჯობს ზღვაზე დასვენება?
თამთა ჩაჩანიძე 23.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207337/a1719057058.jpg)
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადამწყვეტი სამიტი ახლოვდება - 24 ივნისს ბრიუსელის შეკრებაზე ერთ-ერთი მთავარი საქართველოს საკითხი იქნება. სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ მსჯელობა მიდის ევროკავშირის დახმარებისა და უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე, პასუხისმგებელ პირებზე პერსონალურ სანქციებზე, დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების დაწესებაზე, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევაზეც კი. თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ევროკავშირი ჯერჯერობით რადიკალურ ნაბიჯებზე არ წავა.
ნატალია ჯვარიძე 23.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207400/a1719149073.jpg)
ბოლო წლებში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა „ნაცმოძრაობასთან" ურთიერთობას რიგი მიზეზებიდან გამომდინარე ერიდებოდა. თუმცა, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს მიდგომა შეიძლება შეიცვალოს. „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ენმ სულაც არაა საშიში და მათთან ერთიან საარჩევნო სიაზეც შეიძლება საუბარი. რას ნიშნავს ეს განცხადება - ელისაშვილის პირად მოსაზრებას, თუ ზოგადად ოპოზიციაში ახალი ტენდენციის გაჩენას?
ელზა პაპოშვილი 23.06.2024 ![](rubrics/rubs29/artc207392/a1719142601.jpg)
იმ ფონზე, როცა პრემიერი ირაკლი კობახიძე დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრობს, ბერლინში დიპლომატებს ხვდება და ამ მიმართულებით მუშაობას სთხოვს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩებს საგანგებოდ მიმართავს და არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდებს. ვინ როგორ გაიგო პრეზიდენტის მოწოდება და რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამას?
ელზა პაპოშვილი 22.06.2024 ![](rubrics/rubs29/artc207326/a1719045952.jpg)
მმართველ გუნდს დასავლელ პარტნიორებთან ახალი გზავნილი აქვს - პრემიერი ირაკლი კობახიძე მათ ურთიერთობების გადატვირთვას და გაჯანსაღებას სთავაზობს. პრემიერი ამბობს, რომ ეს ეხება ყველა მიმართულებას და ამის რესურსი ნამდვილად არსებობს. რა იგულისხმება ამაში და რამდენად მისაღები იქნება დასავლეთისათვის საქართველოს პრემიერის შეთავაზება?
თამთა ჩაჩანიძე 21.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207293/a1718981111.jpg)
საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს მომდევნო ემოციური მატჩი 22 ივნისის ელოდება, როცა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს ჰამბურგში დაუპირისპირდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც არიან ჩასული მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობენ. ამას გარდა, უშალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი „ჩუმად" გულშემატკივრობს „ჯვაროსნებს". საჯაროდ ამის აფიშირებას კი, ასეთი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, გასაგები მიზეზის გამო თავს არიდებს.
ნატალია ჯვარიძე 21.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207280/a1718971958.jpg)
გენერალური პროკურორის თანამდებობა უკვე ერთი თვეა ვაკანტურია და მედიაში უკვე ჩნდება პირველი არაოფიციალური ცნობები, თუ ვისი კანდიდატურები შეიძლება განიხილებოდეს ახალ გენპროკურორად. ანალიტიკოსებს ამასთან დაკავშირებით რაიმე ვერსიებზე საუბარი უჭირთ, თუმცა მიიჩნევენ, რომ მმართველ გუნდში შესაბამისი კანდიდატურების შერჩევა ჯერ დასრულებული არ არის.
თამთა ჩაჩანიძე 21.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207269/a1718965325.jpg)
თბილისში ჩინეთის საელჩო აშშ-ს ახალი ელჩის რობინ დანიგანის ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ დანიგანის განცხადება ანაკლიის პორტისა და მასში ჩინური კომპანიის ჩართვის ნაწილში „ფაქტებთან შეუსაბამოა", ინტერვიუს დროს აშშ-ს ახალმა ელჩმა თქვა, რომ ჩინური კონსორციუმის უმეტესი ნაწილის მფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც „დღეს რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია". გარდა ამისა, დანიგანმა დასძინა, რომ კომპანიას კარგი რეპუტაცია არ აქვს. ამ პოზიციას საქართველოს ხელისუფლებისგანაც მოჰყვა მწვავე კრიტიკა და „ორმაგი სტანდარტი" უწოდეს.
თამთა ჩაჩანიძე 22.06.2024 ![](rubrics/rubs8/artc207340/a1719059584.jpg)
აშშ-მა უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება მისცა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 100 კილომეტრში, სადაც რუსეთის არმია ცდილობს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას. ამის შესახებ დასავლური მედია წერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით და დასძენს, რომ ეს ასევე ამერიკულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც შეეხება. როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ეს უკრაინისთვის რუსეთთან ომში დიდი შეღავათია. თუმცაღა ამას რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს.
გვანცა წულაია 20.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207228/a1718901753.jpg)
ლარი როგორც მკვეთრადაც გაუფასურდა, ისე მკვეთრად მყარდება. ერთ დღეში კურსი 6 თეთრით გამყარდა და ახლა უკვე 1 აშშ დოლარი 2.7950 ლარი ღირს. საინტერესოა, რას უკავშირდება სავალუტო ბაზარზე მკვეთრი ცვალებადობა და საბოლოოდ შეძლებს თუ არა ლარი დასტაბილურებას?
ქეთო გოგოხია 19.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207163/a1718817434.jpg)
საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კრიტიკა მუდმივად ისმის, რაც აშკარად მეტყველებს, რომ ამ თანხების მართვაში რეალურად პრობლემაა. ფაქტს, რომ რისკები არსებობს, ფინანსური ბაზრის მკვლევარები ცალსახად ადასტურებენ. გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვის კუთხითაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ კომპანიების ნაწილი საპენსიო ფონდში შენატანებთან დაკავშირებით ვალდებულებებს ჯეროვნად არ ასრულებს, ხოლო ასეთი ათასობით კომპანიაა.
გვანცა წულაია 19.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207159/a1718814030.jpg)
უწყლობამ არამხოლოდ მოსახლეობა, არამედ ბიზნესიც დააზარალა. წყლის გრაფიკით მიწოდება გამო კერძო სექტორს უკვე პრობლემები შეექმნა. კვების ობიექტები, სასტუმროები, სილამაზის სალონები თუ ფიტნეს დარბაზები ხარვეზით მუშაობენ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მინიმუმ 6 დღე ამ რეჟიმში ცხოვრება მოუწევთ. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი „ჯორჯიან ოეთერ ენდ ფაუერმა“ დადებული სიტყვა შეასრულა და მასშტაბური დაზიანება დათქმულ დროს გამოასწორა.
გვანცა წულაია 18.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207095/a1718730788.jpg)
უკვე მესამე დღეა, თბილისის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერსა“ და თბილისის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებას ერთი კვირა დასჭირდება, თუმცა სპეციალისტები გაცილებით დიდ ვადას ასახელებენ, საუბარია რამდენიმე თვეზე. უწყლობა, როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესს უკვე საშინელ პრობლემად ექცა.
ნატალია ჯვარიძე 23.06.2024 ![](rubrics/rubs5/artc207387/a1719138625.jpg)
საკურორტო სეზონი ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი სკანდალით დაიწყო, რომელმაც უკვე შეიძინა პოლიტიკური დატვირთვა. საუბარია ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლითაც აფხაზეთში ჩასული ტურისტული ჯგუფების მომსახურების უფლება რუს გიდებსაც ექნებათ. ამას აფხაზი გიდების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ თანამდებობიდან გადადგა დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი. რატომ გახდა ეს ცვლილება საჭირო და მოყვება თუ არა ამას სერიოზული დაპირისპირება?
ელზა პაპოშვილი 22.06.2024 ![](rubrics/rubs29/artc207334/a1719055084.jpg)
ვარკეთილში ცემით მოკლული 19 წლის შაკო ისაევის საქმეზე „რეზონანსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ბიჭს და მის ძმას, ღამის 2 საათზე თანაუბნელები გაუსწორდნენ. ადგილობრივები და მოკლული ბიჭის ახლობლები ყვებიან, რომ დაპირისპირების მოტივი ე.წ. ქუჩური გარჩევა გახდა. მათი ინფორმაციით, 19 წლის ბიჭს, ე.წ. უბნის მაყურებლის მოთხოვნით სცემეს. როგორც ახლობლები ყვებიან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრეც მიაყენეს. |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|