რეზონანსი
11.05.2024

დარბიან „ენჯეოების" წარმომადგენლები და იცავენ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ უცხო სახელმწიფოების ინტერესებს. უნდა დასრულდეს უცხო სახელმწიფოების ინტერესებისადმი გაფეტიშებული დამოკიდებულება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე და პრემიერის გზავნილებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამარცხვინოა, მე მრცხვენია, რომ საუბრობენ, რომელ ქვეყანას უნდა ვემსახუროთ. როგორ შეძლება უცხო ქვეყნის ინტერესების ლეგალიზებაზე ვისაუბროთ დღეს ჩვენ კატასტროფაა! სირცხვილია, მთელი რეგიონი გვიყურებს, ჩვენი მეზობლები გვიყურებენ! დარბიან ეს „ენჯეოების" წარმომადგენლები და იცავენ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ უცხო სახელმწიფოების ინტერესებს. უნდა დასრულდეს უცხო სახელმწიფოების ინტერესებისადმი გაფეტიშებული დამოკიდებულება. ყველას პატივი უნდა ვცეთ. უნდა შევიძინოთ მეგობრები. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენ ინტერესები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე და შიშის კანკალით არ უნდა ვილაპარაკოთ. მეგობრები, პარტნიორების უნდა შევიძინოთ და გავაძლიეროთ ურთიერთობა ჩვენს ამერიკელ, ევროპელ მეგობრებთან და ყველასთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×