რეზონანსი
11.05.2024

ადამიანის ბინძურ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს?! - სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ეს საქმე, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულებმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

ზურაბ ქადაგიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩამდენი პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.

„ეს რა სიმახინჯეები მოვისმინეთ, რა უბედურებაა?! ადამიანის ბინძურ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს?!

თან სამხედრო ექსპერტი იყო, თან "იუთუბერობდა" და თან ერთობოდა სექსუალური ორგიებით თუ კომპრომატებად იყენებდა?!

სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ეს საქმე და დამნაშავე უმკაცრესად იქნას დასჯილი, რომ არავის აზრად აღარ მოუვიდეს ასეთი სიმახინჯეების ჩადენის სურვილი!", - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×