რეზონანსი
26.06.2024

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ლევან შენგელიამ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა პორტუგალიასთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე.

„შეკრების დაწყებიდან იდეალურ სპორტულ ფორმაში ვარ. მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვითამაშებ თუ არა, ამ თემაზე სანიოლთან პირადად არ მისაუბრია. შეკრების პირველივე დღიდან გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და თამაშისთვის მზად ვარ.

ჯგუფიდან გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ მოგება გვჭირდება. ყველამ იცის, როგორი ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ის მუხტი და თამაშის ხარისხი, რაც ჩვენმა გუნდმა აჩვენა, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ მოგება შეგვიძლია. ჩვენი შანსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ვეცადოთ, კიდევ ერთი ისტორიული მატჩი ჩავატაროთ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×