რეზონანსი
06.06.2024

ვოლსკის თქმით, თუკი ამერიკამ რაიმე ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც რაღაც ფორმით ზღუდავს საქართველოს ხელისუფლების, მისი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შესაძლებლობებს ან სამოქალაქო საზოგადოებას, უსამართლობა იქნება, რაც დემოკრატიულ ქვეყანას და სტრატეგიულ პარტნიორს არ უნდა ახასიათებდეს.

„ეს იქნება „მეგობრული ცეცხლი". არსებობს ასეთი ტერმინი, როდესაც ორიენტირები იკარგება, ისეთი დრამატული ვითარება ყალიბდება, როდესაც შენ შენი აგრესიით და ცეცხლით აზიანებ მეგობარს, რომელიც წლების განმავლობაში შენთან ერთად მხარდამხარ, მათ შორის საერთაშორისო მისიებში იბრძოდა", - აღნიშნა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე საუბრის დროს, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მსგავსი მიიღეს როგორც საფრანგეთში, ასევე თურქეთში, თუმცა არცერთი ამ ქვეყნის მიმართ არ აქვთ აგრესიული დამოკიდებულება, მათ შორის არც აშშ-ს.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს დამუნათების იდეა ამ საკითხის გამო, რომელიც აბსოლუტურად ევროპულ სტანდარტს შეესაბამება, ექვემდებარება გარკვეულ სცენარს. ეს წარმოშობს კითხვებს და ჩვენი ვალია აშშ-ს, ვაშინგტონს და ყველა პარტნიორ ქვეყანას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს საქართველოს უკრაინიზაცია და მეიდანის ხილვა თბილისში არ სურს და რა საკვირველია, მხარს დაუჭერს სამართლიანი მაღალი სტანდარტის არჩევნების ჩატარებას. ეს არის რეალობა, თუკი ამ რეალობას დავარღვევთ, ამ შემთხვევაში შეიძლება იქნას განხილული გარკვეული ზომების მიღება, მაგრამ არასდროს დაგვირღვევია, არც ვაპირებთ და რაც მთავარია, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, დახმარების რაოდენობას და სავიზო შეზღუდვებს გადახედვას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×