რეზონანსი
15.06.2024

როგორც „ქრონიკაში" თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე კომპანიებს ვუწევთ 24 საათიან მონიტორინგს

„მათ მერიის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში უწევენ ზედამხედველობას. წერეთლის გამზირის მსგავსად, ნებისმიერ პროექტში თუ შევატყობთ, რომ კომპანიები ვერ შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას, ზუსტად იგივე გადაწყვეტილებას მივიღებთ იმიტომ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ვადები და ხარისხი. ბუნებრივია, ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს ყოველთვის არის შეზღუდვა, შეფერხებები და რაც შეიძლება, მალე უნდა დავასრულოთ ხოლმე სამუშაოები", - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

ირაკლი ბენდელიანმა მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობის პროექტის შესახებაც ისაუბრა.

„ეს არის დედაქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი სატრანსპორტო გადაადგილების მხრივ, სადაც მუდმივად საცობის პრობლემა იყო. ამ ახალი პროექტის მიხედვით, რომელიც დაახლოებით ორთვენახევარში დასრულდება, შესაძლებელი იქნება ამირეჯიბიდან თამარაშვილის მიმართულებით და პირიქით, პირდაპირ დაკავშირება. შესაბამისი შუქნიშნები და კვანძი მოეწყობა და როდესაც თამარაშვილის მიმართულებით გადავადგილდებით, შესაძლებელი იქნება როგორც ვაკის, ასევე საბურთალოს მიმართულებით წასვლა. ანალოგიურად, როდესაც თამარაშვილიდან ამირეჯიბის მიმართულებით გვინდა გადაადგილება, შესაბამისი პანდუსები იქნება მოწყობილი და შუქნიშნის გავლით მოხდება დაკავშირება ამ ორ ქუჩას შორის. ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს იქ არსებულ საცობების პრობლემას", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×