რეზონანსი
29.06.2024

ქობულეთში ავარიას ახალგაზრდა ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისივე თქმით, ჯონდო ოქროპირიძემ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადაიჩეხა. 

„გლოვობს ჩემი ქობულეთი - ახალგაზრდა, ოქროს ბიჭი, ჯონდო ოქროპირიძე გარდაიცვალა.  შენთან რა უნდა სიკვდილს...

დასანანია, ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია, გამძლეობა ოჯახს... 

სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები, ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა, იქ, სადაც ბევრი ჩვენიანია... გულში ჩაგიკრავენ, მოგიშუშებენ შენს ნაიარევს... დედამიწაზე ამ ნაიარევს არც ერთი წამალი არ შველის... ტკბილად იძინე...“ - წერს შოთო სიხარულიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×