რეზონანსი
20.06.2024

განცხადება იყო როგორც შეურაცხმყოფელი, ასევე დისკრიმინაციული ხასიათის, - ასე შეაფასა გივი მიქანაძემ გიორგი ვაშაძის განცხადება ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს შეურაცხყოფის გარდა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" არაფერი აქვს საზოგადოებისთვის სათქმელი. ისინი პირდაპირ გადადიან შეურაცხყოფაზე, გადადიან ჩვენი საზოგადოების ძალიან სენსიტიური სეგმენტის დისკრიმინაციულ მოხსენიებაზე. როგორც ჩანს, ამ ტერმინოლოგიის შინაარსიც არ აქვთ გათავისებული. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მდგომარეობაშია დღევანდელი ოპოზიცია", - განაცხადა მიქანაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე „აუტისტად" მოიხსენია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×