რეზონანსი
21.06.2024

„ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადის დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, კარგად არის ცნობილი, ვის ინტერესებს წარმოადგენს გონჩარენკო და მისი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, გარკვეული ძალების გაღიზიანება საქართველოს მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო.

„გონჩარენკო არის გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი რიგითი გარე სპიკერი. ჯერ არესტოვიჩს ათქმევინეს, რომ საქართველოში ომის მთავრობა არ არის და სააკაშვილი რომ ყოფილიყო ომს დაიწყებდაო, ახლა კი გონჩარენკოს აბოდიალებენ და ეუბნებიან, რომ ეს ტექსტი თქვიო. კარგად ვიცით გონჩარენკო რას და ვის წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილს ის ვერ შეეხება და ყველამ კარგად იცის ივანიშვილის წვლილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ეს განცხადება იმით არის საინტერესო, რომ როგორც ჩანს გაღიზიანებულები არიან იმით, რომ საქართველომ შეძლო და პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტის განსამტკიცებლად. უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ მივიღეთ ის კანონი, რომელიც საქართველოს სჭირდება და არა სხვა ქვეყნებს", - აცხადებს მაჭარაშვილი

უკრაინის რადის დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პუტინის დავალებით ანადგურებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×