რეზონანსი
02.07.2022

ქუთაისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. ყოფილმა მეუღლემ ქალს ჭრილობა დანით მიაყენა.

36 წლის თიკო ტურაბელიძეს ყოფილი მეუღლე სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე აიყვანეს. სავარაუდო დამნაშავე, ბინაში მეზობლებმა ჩაკეტეს და პოლიცია გამოიძახეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საღამოს ბინიდან ყვირილის ხმა შემოესმათ, ადგილზე მისულებს კარი დაკეტილი დახვდათ და მათ ბინაში მყოფ მამაკაცს ადგილის დატოვების უფლება არ მისცეს.

"ყვირილს ხმა ვისაც მოესმა, ის ბიჭები სახლში შევარდნენ. კარები ჩაუკეტეს და ასე დაიჭირეს. ეს გაუგონარი ამბავია, ასეთი რამ ჩვენს ეზოში არ მომხდარა.

დანით აქვს ყელი გამოჭრილი. უპატიოსნესი გოგო იყო, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ბავშვს ზრდიდა. ბავშვი დილით ეზოში ყოფილა, უთამაშია და მერე მამიდას წაუყვანია. როგორც ამბობენ, 7 წლის გაშორებულები ყოფილან და რა ჯანდაბა უნდოდა, რას ერჩოდა ამ გოგოს", - აცხადებს მეზობელი "ტვ პირველთან".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×