რეზონანსი
04.06.2024

დასავლეთი ცდილობს ოქტომბრამდე განახორციელოს საქართველოში ახალი „მაიდანის“ სცენარი, რათა შეიქმნას დაძაბულობის ახალი წყარო რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი პროპაგანდისტულ TASS-თან ინტერვიუში.

რუსი მაღალჩინოსანი "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსად, იმეორებს, რომ დასავლეთი სუვერენულ სახელმწიფოზე "ზეწოლას" ცდილობს:

„ჩვენ ვხედავთ დასავლელების მცდელობებს საქართველოში ვითარების ესკალაციისკენ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მიზანი არის ხელისუფლების ცვლილების „მაიდანის“ სცენარის განხორციელების მცდელობა რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი წყაროს შექმნის იმედით“, - განაცხადა მან.

ასევე "ოცნების" ლიდერების სტილში, გალუზინმა  ყურადღება გაამახვილა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, თბილისში გამართულ აქციაზე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლაზეც. კობახიძის მსგავსად, ისიც ამ ყველაფერს "შიდა საქმეებში ჩარევად" აფასებს:

"ეს ყველაფერი არის ნეოკოლონიალური პრაქტიკის საზიზღარი მაგალითები ქვეყნებზე, რომელთა სუვერენიტეტის შეზღუდვას ცდილობენ“, - ამბობს გალუზინი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×