რეზონანსი
06.07.2024

„ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის" გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება",-ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

მისი თქმით, საერთაშორისო სწავლებები სასარგებლო ღონისძიებაა როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი აქვთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება.

„მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ქვედანაყოფები, არის სასარგებლო ღონისძიება როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის და ასევე ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომლებიც ამ წვრთნებში მონაწილეობენ. აქედან გამომდინარე, ამ ფორმატებში თანამშრომლობას ვაგრძელებთ და ასევე ვემზადებით იმ საერთაშორისო წვრთნებისთვის, რომელიც დაგეგმილი გვაქვს 2025 წელს",-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×