რეზონანსი
19.05.2024

ვეტო, ვენეციის კომისიის დასკვნამდე - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს სალომე ზურაბიშვილმა, ხელი არ მოაწერა. ვეტოდადებული დოკუმენტი უკვე პარლამენტშია, თუმცა რა წერია მოტივირებულ შენიშვნებში, ჯერჯერობით, უცნობია.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან დოკუმენტი ცვლილებებს არ ექვემდებარება.

გადაწყვეტილება ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე და პარლამენტში "გამჭვირვალობის კანონის" მიღებიდან 4 დღეში მიიღო, რაც ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, სახელისუფლებო გუნდისთვის კი მორიგი დასტურია, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური შენიშვნები და არგუმენტები არ არსებობს.

"პრეზიდენტმა, მკაფიოდ, გაუსვა ხაზი, რომ ის სამართლებრივად სწორი იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოტივირებული შენიშვნები იქნება. პრეზიდენტის განცხადება, რომ ის ვაჭრობაში არ შევა "ქართულ ოცნებასთან", რომელმაც თავად მოიჭრა უკან დასახევი გზა და სამი მოსმენით მიიღო კანონი ისე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა, კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელია, რომ ახლა ბურთი არის "ქართული ოცნების" მხარეს და თუ უნდათ "ვა ბანკზე" წასვლა მათ ეს შეუძლიათ გააკეთონ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.,

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×