რეზონანსი
18.05.2024

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საკანონმდებლო ორგანოს წინ საავტომობილო მოძრაობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც აქციის მონაწილეებს „ექსპო ჯორჯიადან" გამართული მსვლელობს მონაწილეები შეუერთდნენ. მათ პარლამენტთან შეკრებილები ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ საქართველოს დროშები და ბანერები სხვადასხვა შინაარსის წარწერით: "არ ვართ პარტია. ჩვენი მოთხოვნა ევროპული მომავალია"; "ქვეყნის მომავალი/ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია". ისინი სკანდირებენ "საქართველო", "არა რუსულ კანონს".

მანამდე აქციაზე ასევე მსვლელობით მივიდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

მათ პარლამენტისკენ მსვლელობა "9 აპრილის" ბაღიდან მოაწყვეს.

პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×