რეზონანსი
18.05.2024

ამ კანონის რუსულობა საბოლოოდ დიდი თაღლითობა რომ აღმოჩნდა, ახლა ორი კვირით გადანახული „ჯოკერი" გამოაგდეს, მაგრამ დეკლარაციის შესწავლის მიზანთან (კანონის მეოთხე მუხლის მეოთხე პუნქტი) სქესობრივი ცხოვრება, მრწამსი ან ჯანმრთელობა რა შუაშია, ვინმემ ახსნას ამ ტყუილების გამავრცელებლებიდან, უკადრებელს რომ კადრულობენ! - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი Facebook-ზე წერს.

„წავიდნენ, წამოვიდნენ, ისევ პირად სქესობრივ ცხოვრებას მიადგნენ და ამაზე აკეთებენ „ფეიკებს". სწორედ ამიტომ ხართ უჩა აბაშიძის მორალის ხალხი, ტყუილად არ გეძახით უკვე რამდენიმე დღეა!" - წერს მათიკაშვილი.

ოპოზიციაში ამბობენ, თითქოს კანონპროექტი ფიზიკურ პირს ეხება და კანონის მიღების შემდეგ შესაძლებელია პერსონალურ მონაცემებზე წვდომაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×