რეზონანსი
18.05.2024

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს ავ­რცე­ლებს, სა­დაც ბოლო პე­რი­ოდ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვირუს­ზე წერს:

ბოლო თვე­ებ­ში მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა პარ­ვო­ვირუ­სის შემ­თხვე­ვებ­მა რო­გორც ბავ­შვებ­ში, ასე­ვე მოზ­რდი­ლებ­ში. ამ და­ა­ვა­დე­ბას მე­ხუ­თე და­ა­ვა­დე­ბა­საც უწო­დე­ბენ, რად­გან ის­ტო­რი­უ­ლად ის იყო მე­ხუ­თე გა­მო­ნა­ყა­რით მიმ­დი­ნა­რე ექვს და­ა­ვა­დე­ბას შო­რის, რა­საც ჩვენ­ში ჯერ კი­დევ „ბა­ტო­ნებს" უწო­დე­ბენ. ეს გა­მო­ნა­ყა­რით მიმ­დი­ნა­რე ინ­ფექ­ცია ხში­რად არა­დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი რჩე­ბა. ზოგ­ჯერ არას­წო­რად კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა, რო­გორც ალერ­გი­უ­ლი გა­მო­ნა­ყა­რი და ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი არას­წორ და უშე­დე­გო მკურ­ნა­ლო­ბას იღე­ბენ.

რო­გორ გა­და­ე­ცე­მა პარ­ვო­ვირუ­სი?

ვირუ­სი წვე­თე­ბით გა­დამ­დე­ბია (რო­გორც, მა­გა­ლი­თად, გრი­პის ვირუ­სი და კო­რო­ნა­ვირუ­სი). ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი სა­შუ­ა­ლოდ 14 დღეა. პა­ცი­ენ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­დამ­დე­ბია გა­მო­ნა­ყა­რის გა­ჩე­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღე.

სიმპტო­მე­ბი

და­ა­ვა­დე­ბა ვლინ­დე­ბა გა­მო­ნა­ყა­რის და ზოგ­ჯერ სახ­სრე­ბის ან­თე­ბის სა­ხით (სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა). ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებს სი­სუს­ტე, თა­ვის და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა და სურ­დო. ზოგ­ჯერ ვლინ­დე­ბა მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი წი­თე­ლი ფე­რის გა­მო­ნა­ყა­რი უპი­რა­ტე­სად ლო­ყებ­ზე. ბავ­შვებ­ში ასეთ გა­მო­ნა­ყარს „გა­ლა­წუ­ნე­ბულ ლო­ყას" ამ­სგავ­სე­ბენ. გა­მო­ნა­ყა­რი ტან­ზე და კი­დუ­რებ­ზეც ვრცელ­დე­ბა და ხში­რად თან ახ­ლავს ქა­ვი­ლი. პარ­ვო­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს არა­ტი­პი­უ­რად და, მა­გა­ლი­თად, ია­სამ­ნის­ფე­რი ლა­ქო­ვა­ნი, მტკივ­ნე­უ­ლი გა­მო­ნა­ყა­რი გან­ვი­თარ­დეს მხო­ლოდ ხე­ლებ­ზე და ფე­ხებ­ზე („ხელ­თათ­მა­ნე­ბის და წინ­დე­ბის" სინ­დრომ­საც უწო­დე­ბენ).შე­საძ­ლე­ბე­ლია სრუ­ლი­ად უსიმპტო­მო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაც. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის სის­ხლში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვით ვლინ­დე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და ხში­რად არც იცი­ან, რომ გა­და­ტა­ნი­ლი ჰქო­ნი­ათ ეს ინ­ფექ­ცია.

გარ­თუ­ლე­ბე­ბი

შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბე­ბია მი­ო­კარ­დი­ტი, ვას­კუ­ლი­ტი, გლო­მე­რუ­ლო­ნეფ­რი­ტი ან ენ­ცე­ფა­ლი­ტი.ორ­სუ­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბას შე­საძ­ლე­ბე­ლია ნა­ყო­ფის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა და წყალ­მან­კის გან­ვი­თა­რე­ბა მოჰ­ყვეს, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ნა­ყო­ფის და­ღუპ­ვით დას­რულ­დეს (შემ­თხვე­ვა­თა 2-6%-ში). დე­დი­დან ბავ­შვზე ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის რის­კი მერ­ყე­ობს 25-50%-ის ფარ­გლებ­ში. ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი ასა­კი ნა­ყო­ფის და­ზი­ა­ნე­ბის კუ­თხით ორ­სუ­ლო­ბის მე-13-16 კვი­რაა.გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბო გარ­თუ­ლე­ბაა მძი­მე ანე­მია. ამ დროს აღი­ნიშ­ნე­ბა სი­ფერ­მკრთა­ლე, ძლი­ე­რი დაღ­ლი­ლო­ბა და ანე­მი­ი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი.

დი­აგ­ნოს­ტი­კა

სა­დი­აგ­ნოს­ტი­კოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პარ­ვო­ვირუს B19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო IgM და IgG ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გან­სა­ზღვრა სის­ხლში. IgM ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ჩნდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან 10-12 დღე­ში, ხოლო IgG ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი - 2 კვი­რის შემ­დეგ. IgM ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ორ­გა­ნიზ­მში რჩე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხოლო IgG ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი - მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე.

მკურ­ნა­ლო­ბა

პარ­ვო­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ არ­სე­ბობს. ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბის ან სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბი (იბუპრო­ფე­ნი და სხვ.). ას­პი­რი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ქა­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი. პარ­ვო­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×