რეზონანსი
17.05.2024

გლობალური ომის პარტიის მიზნებში პირდაპირ შედის საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლება, იქიდან რუსეთის დასუსტება და მისი პარალიზება შავ ზღვაზე, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა, როცა ისაუბრა გლობალური ომის პარტიის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე.

დავით ქართველიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის შემთხვევითი არ არის ესკალაციის კერების ჩამოყალიბება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ საქართველო არ დაუშვებს საფრთხე შეექმნას ქვეყანაში მშვიდობას.

„ხალხის ძალა" ორი წელია საუბრობს და ყველას ჰგონია, რომ რაღაც სისულელეს ვლაპარაკობთ - გლობალური ომის პარტიის მიზნებში პირდაპირ შედის საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლება, იქიდან რუსეთის დასუსტება და მისი პარალიზება შავ ზღვაზე. ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ რუსეთთან ამ ბრძოლის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ამ გლობალურ ხანძარში ჩათრეული საქართველო, გადარჩება თუ არ გადარჩება, ვიღაცამ ამაზე ხომ უნდა იფიქროს.

დღეს, სხვათა შორის, ქუჩაში გამოვიდა მოსახლეობის ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ამაზე ფიქრობს, რომელსაც რეალურად სურს თავისი შვილების, ბავშვების და შვილიშვილების ხვალინდელი მშვიდობიანი დღე.

4 წელიწადია, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და შემთხვევითი დამთხვევა არ არის ამ პროცესების ესკალაცია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში - ჩვენ ხომ ამას ყოველდღიურად ვხედავთ. ჩვენ არ დავუშვებთ ესკალაციას, იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ დგება ჩვენი ლოკალური მშვიდობა და გლობალური მშვიდობა, რასაც მართლა მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვა ჰქვია. ამიტომ, ნურავის ექნება ილუზია, რომ ისინი თავის გეგმებს აქ განახორციელებენ. აქ სულ სხვა ქვეყანაა და სულ სხვა მოცემულობაა", - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×