რეზონანსი
17.05.2024

ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს კანონში ფიზიკური პირების რეგისტრაციის ვალდებულება დაემატა და თითქოს ტექსტში დაზუსტებები ფარულად შევიდა. როგორც ჩანს რადიკალურ ოპოზიციას ეს თემა დღევანდელი დღისთვის სპეციალურად შემონახული ჰქონდა, რომელზეც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმა არ ამოუღიათ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ოხანაშვილი განმარტავს, კანონპროექტის ჯერ კიდევ დაინიცირებულ ვერსიაშივე ეწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია კონკრეტული ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით. მისივე თქმით, მე-2 მოსმენის დროს, სხდომათა დარბაზში სრულად იყვნენ წარმოდგენილი რადიკალებიც, რასაც პლენარული სხდომის ვიდეოც ადასტურებს.

„ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს კანონში ფიზიკური პირების რეგისტრაციის ვალდებულება დაემატა და თითქოს ტექსტში დაზუსტებები ფარულად შევიდა.

როგორც ჩანს, რადიკალურ ოპოზიციას ეს თემა დღევანდელი დღისთვის სპეციალურად შემონახული ჰქონდა, რომელზეც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმა არ ამოუღიათ.

რადიკალები მსგავს სპეკულაციაში ჩემი წინა პოსტითაც (კომიტეტზე მე-3 მოსმენის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით) ვამხილე, ამიტომ ახლაც საჭიროდ ვთვლი მათ მხილებასა და ჩვენი საზოგადოების დამატებით ინფორმირებას (იხ. აგრეთვე პლენარულ სხდომაზე კანონპროექტში ვითომ ფარულად შეტანილი დაზუსტების ამსახველი ვიდეომასალა):

რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს (ჩვენს მოქალაქეებს) უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ. კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს!

კანონპროექტის ჯერ კიდევ დაინიცირებულ ვერსიაშივე ეწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია კონკრეტული ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით.

მე-2 მოსმენის დროს, პლენარულ სხდომაზე, სადაც ეს რადიკალებიც სრულად იყვნენ წარმოდგენილნი, მე-9 მუხლში დაზუსტდა შემდეგი: ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით არის შესაძლებელი ასეთი ინფორმაციის გამოთხოვა და არა ზოგადად, როგორც რადიკალები ამბობენ, თითქოს ფიზიკური პირის მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსებისა და მისი დარეგისტრირების მიზნით.

დასკვნა: ის პრინციპი, რაც კანონპროექტის დაინიცირებულ ვერსიაში ეწერა, არც განხილვის პროცესში შეცვლილა.

არა დეზინფორმაციას!

კი გამჭვირვალობას!

კი ქართულ კანონს!

ღირსებით ევროპისკენ!", - წერს ანრი ოხანაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×